Posts

სადამრიგებლო საათი

Image
                                       ექსკურსია  მშობელთა ჩართულობით, მოვაწყვეთ ექსკურსია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, მინიატურულ საქართველოსა და მუსიკალურ პარკში. დავათვალიერეთ, ვისიამოვნეთ და მოვიხიბლეთ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი თუ ხელოვნური სიმდიდრით. ჩვენც დავიცავით გარემოსთან ურთიერთობის ყველა წესი და კმაყოფილები დავბრუნდით.

სადამრიგებლო საათი

Image
  თემა: საქართველოს  დამოუკიდებლობის დღე მოსწავლეებს ვესაუბრე, რომ  საქართველოს   დამოუკიდებლობის   დღე  —  საქართველოს   ეროვნული   დღესასწაული ა ,  რომელიც   აღინიშნება   ყოველი   წლის   26  მაისს ,  ნიშნად   საქართველოს   სახელმწიფოებრივი   დამოუკიდებლობის   აღდგენისა   რუსეთის   იმპერიისგან .  მიუხედავად   იმისა ,  რომ   სსრკ - სგან   დამოუკიდებლობა   1991   წლის   9  აპრილს   გამოცხადდა ,  ეროვნულ   დღესასწაულად   მაინც   1918   წლის  26  მაისი  —  პირველი   რესპუბლიკის   მიერ   გამოცხადებული   დამოუკიდებლობის   დღე  —  აღინიშნება

სადამრიგებლო საათი

Image
   ორ მაისს ჩავატარე სადამრიგებლო საათი თემა: ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა     ვისაუბრეთ, რომ      აღდგომა საქართველოში , ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში, უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღ დგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, განახლებას. მოსწავლეებმა ფუნჯებისა და საღებავების გამოყენებით კლასში შეღებეს კვერცხები , მოვაწყვეთ სააღდგომო კუთხე. პროცესი იყო ძალიან სახალისო და სასიამოვნო.

სადამრიგებლო საათი

Image
  22.04.2024 წელს II-ა კლასის მოსწავლეება აღნიშნეს დედამიწის დღე. განვიხილეთ გ.ძნელაძის ლექსი "მე ვარ ადამიანი",სადაც ნათლად ჩანს თუ, როგორ ეხვეწება ზეცა და მიწა  ადამიანებს, დაიცვან  დედამიწა მოსალოდნელი საფრთხისაგან.ვისაუბრეთ ,რომ დედამიწა ყველა ცოცხალი არსების სახლია.თითოეული ჩვენგანის ვალია ,დავიცვათ იგი დაბინძურებისაგან, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას. შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე:  "დედამიწა ჩვენი სახლია"დავამზადეთ და მოვირგეთ სამაჯურები "ბედნიერი დედამიწა". საკლასო ოთახში მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა.

სადამრიგებლო საათი

Image
თემა: 14 აპრილი ქართული ენის დღეა     15 აპრილს კლასის საათზე  ვისაუბრეთ  ქართული ენის შესახებ.პრეზენტაციის მიხედვით მოსწავლეები გაეცვნენ ,რომ ქართული ანბანი შეადგინა მეფე ფარნავაზმა,მსოფლიოში 14 დამწერლობაა და  მათ შორის ერთ-ერთი არის ქართული ანბანი, რომელმაც განვითარების სამი ეტაპი გაიარა.       ჩვენი ვალია,რომ   დავიცვათ ქართულ ენის სიწმინდე, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას. დავიცვათ იგი ბარბარიზმებისაგან და ვეცადოთ ვისაუბროთ სწორი ქართულით.      მოსწავლეებმა ჩემ მიერ ხელოვნურად დაძველებულ ფურცლებზე დაწერეს ცნობილი პოეტებისა და მწერლების მიერ ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები თუ გამოთქმები.  კლასში მოეწყო გამოფენა. ბოლოს ჩავწერეთ მოკლე ვიდეო 

სადამრიგებლო საათი

Image
          21 მარტს ჩავატარე სადამრიგებლო საათი                  თემა:   21მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე          მოსწავლეებს   ცნობიერების ამაღლების მიზნით ვესაუბრე დაუნის სინდრომის შესახებ.მივაწოდე ინფორმაცია ამ სინდრომის მქონე ადამიანებზე..აღვნიშნეთ რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და განსხვავებულობა არის ნორმა.           პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა დახატეს ნახატები გააფერადეს სიმბოლური წინდები და გაუგზავნეს შეტყობინება ამ სინდრომის მქონე ბავშვებს.

სადამრიგებლო საათ

Image
     2 მარტს ჩავატარე სადამრიგებლო საათი   გადავიღეთ ვიდეო რგოლი სადაც მოსწავლეები მიმართავდნენ და ახასიათებდნენ დედიკოებს.  ,დავამზადეთ მისალოცი ბარათები. თითოეული მოსწავლე შეეცადა დედის დღე განსაკუთრებულად ბედნიერი გაეხადა დედიკოსთვის. ი