სადამრიგებლო საათი
22.04.2024 წელს II-ა კლასის მოსწავლეება აღნიშნეს დედამიწის დღე. განვიხილეთ გ.ძნელაძის ლექსი "მე ვარ ადამიანი",სადაც ნათლად ჩანს თუ, როგორ ეხვეწება ზეცა და მიწა ადამიანებს, დაიცვან დედამიწა მოსალოდნელი საფრთხისაგან.ვისაუბრეთ ,რომ დედამიწა ყველა ცოცხალი არსების სახლია.თითოეული ჩვენგანის ვალია ,დავიცვათ იგი დაბინძურებისაგან, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას. შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები თემაზე: "დედამიწა ჩვენი სახლია"დავამზადეთ და მოვირგეთ სამაჯურები "ბედნიერი დედამიწა". საკლასო ოთახში მოვაწყვეთ ნახატების გამოფენა.
Comments
Post a Comment