წლიური ანგარიში
I- ა კლასში სიით ირიცხება 29 მოსწავლე. გოგონა 16, ბიჭი 13 მოგახსენებთ, რომ 2022-23 წლის სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ძირითადი ბირთვი გამოირჩევა დაკვირვების ,ძიების, აქტიურობის ,გააზრების უნარ-ჩვევებით. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ასრულებენ კომპლექსურ დავალებებს , მათ წარმატებით დაძლიეს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებული პროგრამა. კლასში გვყავს ერთი სსსმ მოსწავლე. მას ეძლევა დავალებები ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. მასთან ვმუშაობდით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით. წლის განმავლობაში თითოეულ საგანში მიეწოდა სამი კომპლექსური დავალება (ადაპტირებული ) რომელიც დამაკმაყოფილებლად შეასრულა მშობლისა და ჩემი დახმარებით. ის გრძელვადიანი მიზნები ,რაც წლის დასაწყისში დავისახეთ უმეტესწილად მიღწეულია. კლასში ჩატარდა შემდეგი აქტივობები: 1.ანბანის ზეიმი 2.საახალწლო კარნავალი 3. ს ასკოლო პროექტის „თეატრი ზეიმია“-ს ფარგლებში პირველი